|
2015-07-29 13:07:45, 724 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალი ტემპერატურის დროს მოქალაქეებს მოუწოდებს, საცხოვრებელ სახლებში სიგრილე შეინარჩუნონ და დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00 და 22:00 საათის შემდეგ ტემპერატურა შეამოწმონ. მათივე რეკომენდაციით, დღის ყველაზე ცხელ პერიოდში მოქალაქეებმა ქუჩაში გასვლისგან და მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავონ. „შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში სიგრილე შეინარჩუნოთ. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 -მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს. ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს. ღამით ფანჯრები დილამდე ღია დატოვეთ, სანამ სიგრილე იქნება. დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა, დახურეთ ფანჯრები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდინციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს, ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს“,-აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში არ დატოვონ. ამასთან, მათივე რეკომენდაციით, მაღალი ტემპერატურის დროს სასურველია მოქალაქეებმა მიიღონ გრილი შხაპი, გამოიყენონ ყინულის პაკეტები ან სველი პირსახოცი. „გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი 04:00 საათიდან 07:00 საათამდე. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში. იმისთვის, რომ სხეული შეინარჩუნოთ გრილად და ტენიანად მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, ან სველი პირსახოცი. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალა, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე, ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს“,-ნათქვამია განცხადებაში. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ მოუწოდებს, მედიკამენტები შეინახონ 25 გრადუსს ქვემოთ და ქრონიკული დაავადების დიაგნოზის დროს, ექიმს მედიკამენტის მიღების ჯერადობის შესახებ მიმართონ. „მედიკამენტი შეინახეთ 25 გრადუსს ქვემოთ ან მაცივარში. თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართ ექიმს. დახმარების გეგმა გააცანით ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან ან იქნებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება ცხელ დღეებში. ოჯახში განიხილეთ თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიხცის დროს ექსტრემალურ პირობებში.შეისწავლეთ პირველადი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი ხელებში, ფეხებში ან მუცელზე, საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარის მიღება. თუ აღნიშნული ტემპერატურა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს გინარჩუნდებათ. თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან ოჯახის ექიმს მიმართეთ. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები,გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს, კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30 გრადუსის ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. არ მისცეთ აცეტილსაცილინის მჟავა ან პარაცეტამოლი. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“,- განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)