01:57 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 13:38:04, 1489 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - თინა ბოკუჩავასა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საკანონმდებლო ორგანოში  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ბოკუჩავამ მდინარაძეს პარლამენტის შენობაში  პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ შემოშვების გამო უსაყვედურა.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ დეპუტატს მალხაზ მაჩალიკაშვილზე საშვი დაშვება კატეგორიულად მოსთხოვა.  

მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავას პროვოკატორი უწოდა და განაცხადა, რომ მას მალხაზ მაჩალიკაშვილით და გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის შეუძლია.

„არსებობს დადგენილება,  როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, არ შემოუშვას შენობაში ვინმე, თუ არის პროვოკაციების საფრთხე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ ის დეპუტატის მანდატს არ იმსახურებს.

„წამობრძანდი და დააშვებინე საშვი. რატომ არ უშვებთ პარლამენტში მაჩალიკაშვილს? არ იმსახურებ მანდატს. ნუ გიკანკალებს ხელები ... გიკანკალებს ხელი, ხმა და სინდისი“, -მიმართა თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. ამის თაობაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა მათ შორის შეხვედრა არ შედგა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics