01:56 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 13:08:02, 1486 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე: ხელისუფლებას ვურჩევდი გონს მოეგოს, გავრილოვი, ლავროვი და რუსეთის სხვა დელეგაციის წევრები ქვეყანაში ვერ შემოვლენ

„ხელისუფლებას ვურჩევდი კარგად დაფიქრდეს, რადგან გავრილოვი, ლავროვი და რუსეთის სხვა დელეგაციის წევრები ქვეყანაში ვერ შემოვლენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხის საფრთხის ქვეშ დაყენების ტოლფასია.

„ეს არის დარღვევა საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხის ზოგადად, ძალიან მძიმე საფრთხის ქვეშ დაყენება. ეს არის ის შეცდომა, რისი გაკვეთილიც ვერ გამოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. ამიტომ, ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას კარგად დაფიქრდეს ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებს, რადგან საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებას არ დაუშვებს არავინ. გავრილოვი, ლავროვი და სხვა რუსეთის დელეგაციის წევრები, ვისაც დარღვეული აქვთ ეს კანონი რასაკვირველია, ქვეყანაში ვერ შემოვა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics