01:56 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 11:34:45, 1021 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - მოვითხოვთ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას

“ ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რისთვისაც ახლა უკვე არის საკმარისი ხმები და ეს კომისია შეიქმნება",- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავიდანვე ნათელი იყო , რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ივანიშვილის  უდიპლომო ადვოკატი თადუმაძე და სკანდალით წასული შოთაძე სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

„ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ბატონმა მალხაზმაც თქვა გუშინ,პირველივე დღიდან ნათელი იყო ,რომ არანაირ სიმართლეს მაჩალიკაშვილის საქმეზე ივანიშვილის უდიპლომო ადვოკატი თადუმაძე და სკანდალით წასული და მობრუნებული შოთაძე არ დაადგენდა. იმიტომ, რომ სიმართლეა ის, რომ ადამიანი მოკლეს საკუთარ ლოგინში , შემდეგ ჩაუდეს ყუმბარა და დააბრალეს ტერორისტობა.ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რისთვისაც ახლა უკვე არის საკმარისი ხმები და ეს კომისია შეიქმნება.დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს შეუშვებენ თუ არ შეუშვებენ პარლამენტში, გვეჭიდავებიან და მოაწყობენ თუ არა აქ მორიგ სამარცხვინო ცირკს, მაინც შეიქმნება ეს საგამოძიებო კომისია. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა იშლება, დღითი დღე აკლდებათ მათ ხმები და კიდევ უფრო მოაკლდებათ მეტი ხმა.დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები დაუჭერენ სიმართლეს მხარს. მე როგორც დეპუტატს მაქვს იმის უფლება,რომ შევიდე პარლამენტში და ადგილზევე დავუშვა საშვი“,- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთის, პარლამენტის წინ ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მალხაზ მაჩალიკაშვილი არიან შეკრებილნი. ისინი პარლამენტში შესვლას ცდილობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics