2020-01-28 19:26:23, 1822 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი დუნია მიატოვიჩი მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმებთან და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
შეხვედრაზე, რომელიც სტრასბურგში, პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას გაიმართა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და აღნიშნეს, რომ სიძულვილის ენის შეზღუდვა არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.
საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში მოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,