01:56 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 18:24:00, 1780 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა და მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი, ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ

„საქართველო, გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა და მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი, ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალმე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, მისი ვალდებულებაა, არ დაკმაყოფილდეს დღევანდელი მდგომარეობით და გააკეთოს მეტი გენდერულ საკითხთან მიმართებაში.

ზურაბიშვილის თქმით, მისი პირადი ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს ქალისა და მამაკაცის თანაბარ მოპყრობასა და შესაძლებლობებს საზოგადოების ყველა დონეზე.

  „ვამაყობ, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, შემოიღეს სექსუალური შევიწროების განსაზღვრება და ამ ქმედების აკრძალვა. მართალია, საზოგადოებას ერთგვარად უჭირს ამ პირობების აღიარება, მაგრამ უფრო მეტმა ადამიანმა გაიაზრა თავისი უფლებები, განსაკუთრებით სამსახურში. საქართველო, გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა და მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი, ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ. საქართველოს ქალები მრავალი საუკუნის წინ მართავდნენ. 1921 წლის კონსტიტუცია კი უკვე უზრუნველყოფდა ქალისა და მამაკაცის თანაბარ აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას. დამფუძნებელ კრებაში ხუთი ქალი მონაწილეობდა, მათ შორის იყო პირველი მუსლიმი ქალი. მე მაინც ვალდებული ვარ, არ დავკმაყოფილდე დღევანდელი მდგომარეობით – როდესაც მთავრობის ნახევარი და ორი ვიცე-პრემიერი ქალია და მიმაჩნია, რომ მეტი გვაქვს გასაკეთებელი. სამწუხაროდ, ოჯახში თუ სხვაგან ქალების ძალადობისგან დაცვის საჭიროება ახალ გამოწვევად ჩამოყალიბდა. დიდმა სოციალურმა ცვლილებებმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს. სტამბოლის კონვენცია ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და, რაც მნიშვნელოვანია, მოძალადის პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს. მის უპირობო განხორციელებას ჩემს პასუხისმგებლობად მივიჩნევ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics