01:00 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 12:37:31, 2554 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია კონგრესმენების მორიგ კრიტიკაზე - უაღრესად შეწუხებულები არიან იმის გამო, თუ საით მიჰყავს ივანიშვილის გუნდს ქვეყანა

„ყველა ეს კონგრესმენი უაღრესად შეწუხებულია იმით, თუ რა ხდება საქართველოში, საით მიჰყავს ქვეყანა ივანიშვილსა და მის გუნდს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ მორიგ წერილს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ დღევანდელი ძალადობისა და რეპრესიების კურსი გაგრძელდება, კონგრესმენების კრიტიკა უფრო გაღრმავდება.

„ყველა ეს კონგრესმენი არის უაღრესად შეწუხებული მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესების გამო ,იმის გამო თუ რა ხდება საქართველოში და კერძოდ ივანიშვილს და მის გუნდს საით მიჰყავს ქვეყანა. ამან შეიძლება დააზარალოს საქართველოს ინტერესები და მათ აზრით, ამერიკის ინტერესებიც .ეს ტალღა ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას და თუ ის გააგრძელებს ძალადობისა და რეპრესიების დღევანდელ კურსს და არ წავა იმ ნაბიჯზე, რომ უკან წაიღოს შეურაცხყოფა და ქართველ ხალხს მისცეს ის, რაც გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისცხლის შემდეგ დაპირდა,მაშინ ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა, გაღრმავდება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ამჯერად კრიტიკული წერილი გიორგი გახარიას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გამოუგზავნა. წერილი, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული, ბაბინმა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყა.

როგორც ბაბინი წერს, აღნიშნული წერილი გახარიას „მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების“ წევრებმა საქართველოში გადავადებული რეფორმებისა და ამერიკის ინვესტიციების მიმართ გაუარესებული სიტუაციების გამო მისწერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics