01:00 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-25 12:15:29, 2660 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი კონგრესმენი უგზავნის

საქართველოს მთავრობას კრიტიკულ წერილს ამჯერად წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ბრაიან ბაბინი უგზავნის.

წერილი, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული, ბაბინმა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ბაბინი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში წერს, აღნიშნული წერილი გიორგი გახარიას „მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების“ წევრებმა საქარველოში გადავადებული რეფორმებისა და მერიკის ინვესტიციების მიმართ გაუარესებული სიტუაციების გამო მისწერეს.

წერილში, კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უკუსვლისა და ეკონომიკური მდგომრეობის გაუარესების გამო. ბაბინი უერთდება ადამ კინზინგერისა და ჯერალდ კონოლის შეშფოთებას, რომ დაპირებული დემოკრატიული რეფორმები არ გატარდა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა.

ბაბინი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ს კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას შეიკავებს და ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია, ეკონომიკური კეთილდღეობა და ბუნებით მინიჭებული თავისუფლება შენარჩუნდეს.

„იმედს გამოვთქვამთ ,რომ მთავრობა შეძლებს შეაკავოს აგრესიული ქმედება აშშ-ის კომპანიების წინააღმდეგ და იმუშავებს იმისთვის, რომ შეაჩეროს მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფლებას, ბუნებრივ, ღვთის მიერ ბოძებულ უფლებას მთელი ქართველი ხალხისთვის"- წერს ბრაიან ბაბინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics