|
2015-07-28 18:25:07, 577 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ახლად დაგებული გზის მონაკვეთები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სოფელ ქობულეთში ახლად დაგებული გზის მონაკვეთები მოინახულა, სადაც გრუნტის გზაზე ასფალტი პირველად დაიგო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ქობულეთი-ჭანკურიძეების გზაზე დაიგო 2 100 მ ასფალტის საფარი, რომლის ღირებულებაც 335 923 ლარია. სამუშაოებზე 15 ადგილობრივი 2 თვის განმავლობაში იყო დასაქმებული. „შიდა გზების მოწესრიგება და სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1610 კვ. მეტრ სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარის გაკეთება. ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის მონაკვეთის 4 300 მ გზაზე ასფალტობეტონის დაგება მიმდინარეობს. ამ მიმართულებით არასოდეს ყოფილა ასფალტი და ადგილობრივები გრუნტის გზაზე გადადგილდებოდნენ. პროექტის ღირებულება 1 339 790 ლარია. სამუშაოები 14 აპრილს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება. ობიექტზე 12 ადგილობრივია დასაქმებული. პარალელურად მიმდინარეობს წყალსადენი სისტემის მოწესრიგება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილია 6 500 გრძივი მეტრი სხვადასხვა ზომის მილების ახლით ჩანაცვლება. წყალსადენის რეაბილიტაციის შემდეგ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)