|
2020-01-23 14:58:30, 1551 ნახვა
პოლიტიკა
რომან კაკულია - ქვეყანაში გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ქართველ საზოგადოებას ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან
„ქვეყნის უდიდესი პრობლემაა, რომ გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ქართველ საზოგადოებას ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, კონგრესმენების წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაც, რომელმაც მკაფიოდ იხმარა სიტყვა პროგრესი. „ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების წერილი, რა რაოდენობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის ოფიციალური პოზიცია, პირველ რიგში უნდა ვეძებოთ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ იხმარა სიტყვა პროგრესი და აღნიშნა ასევე ისიც, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ სტადიაზე ჩვენი ურთიერთობების, ამიტომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციონერების და ამ მიმართულებით მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსების, რომლებიც არ იშურებენ არავითარ ენერგიას, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია გააკეთონ იმ უარყოფითი ტექსტების შექმნაში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ამ პოლიტიკოსებს მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის არსებობს არჩევნები, და სწორედ მათი სახელით მოსულ პოლიტიკოსებს უნდა მისცეს ხმა მომავალი არჩევნების დროს. ასევე, ყველას ვთხოვ, რომ იმუშაოს ამაზე და რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, ეს იქნება ამერიკელი კონგრესმენი, თუ ბრიტანელი ან ფრანგი და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩეს ყურადღების გარეშე, არც დარჩება და არც დარჩენილა არასოდეს. მე მინდა ვუსურვო ჩვენს ხელისუფლებას, ყველაფერი გავაკეთოთ რომ ეს ეჭვები, რომელთა შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს, ძალიან მალე იქნას გაქარწყლებული და ობიექტური რეალობის დანახვისათვის ყველაფერი გავაკეთოთ. რომან კაკულია კოლექტიური ორჯონიკიძეების მომხსენებელ პოლიტიკოსებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რას ამბობს, მნიშვნელოვანია რა შედეგი დადგება ამ გაცხადებული პოლიტიკის შედეგად. ასევე მინდა გამოვეხმაურო კოლექტიური ორჯონიკიძეების მომხსენებელ პოლიტიკოსებსაც, რომლის განცხადებაც წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა დაახლოებით ამას მაგონებს და ასეთ სიტუაციაში ვხედავ. რომ ქართული საზოგადოება კოლექტიური ორჯონიკიძეების სახელს დაარქმევს სწორედ იმ ძალას, რომლის პოლიტიკის შედეგადაც, გააქტიურდება ან ღმერთმა ნუ ქნას, შედგება რუსეთის განმეორებითი აგრესია საქართველოში. ეს ახსოვდეს კარგად ყველა პოლიტიკოსს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რას ამბობს, მნიშვნელოვანია რა შედეგი დადგება ამ გაცხადებული პოლიტიკის შედეგად“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)