00:59 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 13:30:33, 1027 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს.

წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აწერს, ნათქვამია, რომ პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვენ.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" სახელით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, არაუგვიანეს 2020 წლის თებერვლის თვისა, მოწვეულ იქნას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შემდეგი საკითხების განსახილველად:

1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2"-ის, „იმედის" და „მაესტროს" ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.

2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია.

3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის დასწრება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე", - ნათქვამია მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics