|
2020-01-22 18:12:50, 1286 ნახვა
პოლიტიკა
ეურონესტის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველომ დაამტკიცა , რომ სანდო , ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს
„დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს - ამის შესახებ ეურონესტის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერეშმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს. „მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. მე არ ვესწრებოდი სხდომას, მაგრამ რა თქმა უნდა მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ. გული დამწყდა, თუ როგორ იყო საქართველოს საკითხი განხილული. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს. ისინი არიან პოლიტიკოსები. ჩემთვის დასანანია ვთქვა, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას - სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. ეს ხდება მგრძნობიარე თემების და დეტალების გათვალისწინების გარეშე. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებს და ევროპარლამენტარებსაც აუცილებლად ვეტყვი. არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის გამოიყენოს საქართველო როგორც ბრძოლის ველი და დააგროვოს პოლიტიკური ქულები ბრიუსელში. ქართველი ხალხისთვის და ევროპარლამენტარებისათვის, ევროკომისიისთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წლების მანძილზე საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს. საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვის. თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ყველა რომ ყველაფერზე თანხმდებოდეს ეს დემოკრატია აღარ იქნებოდა. ეს რუსეთში ხდება. ეს საკითხები, რაც შიდა დაპირისპირებებს ეხება უნდა გადაწყდეს ქვეყნის შიგნით. არცერთი პოლიტიკური ლიდერისთვის მიზანშეწონილი არ არის, ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკონ ქვეყანა და არ იცოდნენ რეალურად რა ხდება. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი, იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოს უფრო და უფრო ძლიერი“, - განაცხადა კრისტიან ტერეშმა.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)