23:52 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 15:03:07, 1382 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: კონგრესმენების მიერ გახარიასთვი გაგზავნილი წერილი მაინც ვერ დაიმალება, ამერიკული მხარე თავად გაასაჯაროებს მას

„დემოკრატიული ხელისუფლებები ასე არ რეაგირებენ და კრიტიკულ წერილებს არ მალავენ, ასე გაბანკროტებული რეჟიმები იქცევიან“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის კონგრესმენების მიერ გამოგზავნლი წერილის დამალვას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, წერილის დამალვის მცდელობა უაზროა, რადგან მას თავად ამერიკული მხარე აუცილებლად გაასაჯაროვებს.

„ეს წერილი მაინც ვერ დაიმალება, აუცილებლად გასაჯაროვდება თავად ამერიკული მხარის მიერ. ამ წერილის დამალვის ნებისმიერი მცდელობა არის უაზრო, პრიმიტიული მცდელობა რაღაცნაირად მიჩქმალონ კრიტიკა. დემოკრატიული ხელისუფლებები ასე არ რეაგირებენ და კრიტიკულ წერილებს არ მალავენ, ასე იქცევიან გაბანკროტებული რეჟიმები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს არ გაუსაჯაროებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics