12:40 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 14:53:37, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე: დასავლელი პარტნიორები საქართველოს გვერდში უდგანან დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

„მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ადეკვატურად მიიღოს, რომც არ მოსწონდეს დასავლელი პარტნიორების კრიტიკული და მწვავე განცხადებებ და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძის თქმით, დასავლელი მეგობრები კრიტიკულ მოსაზრებებს მოტივაციის მიზნით გამოთქვამენ, რათა ქვეყანა დემოკრატიის გზაზე იდგეს და არ გადაუხვიოს მას.

„ხელისუფლებამ, პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლების პოლიტიკას, არ არიან ჩვენი მტრები, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ისინი საქართველოს გვერდში უდგანან დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ადეკვატურად მიიღოს, რომც არ მოსწონდეთ კრიტიკული და მწვავე განცხადებები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ყველა მითითება არის სავალდებულო შესასრულებელი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრები, ამ მოსაზრებებს სწორედ იმ მიზნით და მოტივაციით გამოთქვამენ, რომ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე იდგეს და არ გადაუხვიოს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს განცხადებები", - განაცხადა კობერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics