07:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 15:00:09, 469 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი ბათუმში ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატს ატარებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ბათუმში ფეხბურთის მოყვარულ ახალგაზრდებს შორის ტურნირი იმართება.

შეჯიბრი აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.

 სულ შეირჩა 60-მდე მონაწილე, რომლებიც  დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების აქტიური მონაწილეები არიან.

 მათი ასაკი 14-დან 18 წლამდეა. ჩემპიონატის გახსნას სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი ჯონი კვინიკაძე და აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მიქელაძე დაესწრნენ.

ჯონი კვინიკაძის განცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება.

 მისივე თქმით, მსგავსი ტურნირები ტრადიციულად ჩატარდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.  გამარჯვებული გუნდი 29 ივლისს, ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდება, რომელსაც თასი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა; დაწესებულია ნომინაციებიც - სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ სიმბოლური პრიზები. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებს შორის არის "ლიდერთა სახლი" და "მოხალისე", რომლებიც ბათუმის იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics