|
2020-01-21 22:48:03, 1965 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ბევრ სოფელში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა
„ნამდვილად გამიმართლა, რომ ჩამბარდა ისეთი უწყება, სადაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის. ჩვენი სამინისტრო, ყოველთვის ვსაუბრობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ მთავარი ამოცანაა, რომ ეს მაჩვენებელი აისახოს ჩვენი თითოეული თანამოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაზე, ცხოვრების ხარისხი ამაღლდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტრო რეგიონები" სტუმრობის დროს განაცხადა. მინისტრის შეფასებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აქცენტები სწორადაა დასმული და დაფინანსება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიღებს, ეფექტიანად დაიხარჯება. „ჩვენ, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 23 მლნ ლარით გაგვეზარდა გაზიფიცირების დაფინანსება. მთავრობის სამწლიანი მიზნობრივი პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოში 1,3 მლნ ოჯახზე მეტი იქნება გაზიფიცირებული - ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გაზქურაში ბუნებრივი აირი გექნება და ამით კერძს მოამზადებ ან გათბები, არამედ იმასაც, რომ შეძლებ, განავითარო მცირე ბიზნესი, მაგალითად, გახსნა საოჯახო სასტუმრო ან მცირე ფერმერული მეურნეობა," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)