2020-01-21 11:08:14, 1110 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ენერგეტიკისა და კულტურის სამინისტროების გამყოფის საკითხი ოფიცილურად არ განხილულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფა ოფიციალურად არ განხილულა.
თურნავა ასევე არ ადასტურებს, რომ კულტურის სამინისტროს გამოყოფა იგეგმება.
„ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ კულტურის სამინისტროს გამოყოფა იგეგმება, ვინაიდან მთავრობაში ოფიციალურად ეს ინიციატივა განხილული არ ყოფილა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფას, ამ ეტაპზე ესეც არ დგას დღის წესრიგში,“ - აღნიშნა თურნავამ საკითხის კომენტირებისას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან