07:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 12:38:20, 481 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო SIDA-ს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახალ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ განხორციელებას იწყებს.

 პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ეროვნულ სააგენტო ( Lantmateriet )შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელებას წარმოადგენს და მიზნად საჯარო რეესტრის ორგანიზაციულ განვითარებას ისახავს.

 პროექტის ფარგლებში სამუშაოები  სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის,  მიწისა და უძრავი ქონების მართვა,  სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია და დამისამართება, ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის  განხორციელება, მონაცემთა დამუშავება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც რეფორმების გატარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ წლების განმავლობაში, მათი მხარდაჭერით, სააგენტოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. დღეს უკვე ბევრი დონორი იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც მსგავს პროექტებს ახლა ახორციელებს, მაგალითად სწორედ საქართველოს ასახელებს.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან  საჯარო რეესტრს  მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის საინფორმაციო სისტემისა და სერვისების სანდოობის გაზრდას, მომსახურების ხელმისაწვდომობას, მიწისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის დირექტივის - INSPIRE -ს განხორციელებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მიმართულებითაც. ვიმედოვნებ, ახალი პროექტი ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი იქნება" - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

 პროექტის ბიუჯეტი 9 200 000 ლარია. პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics