2020-01-15 17:55:45, 1558 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის მთავრობა გადადგა
რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა პუტინის გამოსვლის შემდეგ, მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
პუტინი მინისტრებს თავისი მიმართვის შემდეგ შეხვდა, რომლის ფარგლებში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
როგორც დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, შეთავაზებული ცვლილებები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის ბალანსს შეცვლის.
„ამ კონტექსტიდან გამომდინარე ცხადია, რომ ჩვენ, როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, ქვეყნის პრეზიდენტს ამ პირობებში აუცილებელი გადაწყვეტილებების შესაძლებლობა უნდა მივცეთ“, - განაცხადა მედვედვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,