20:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 19:55:56, 472 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად ქორიძე: სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლევან ბობოხიძეზე დადებითი დახასიათება იყო გაცემული

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ  სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძეს დადებითი დახასიათება მისცა.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი შეწყალების კომისიამ მიიღო, რომლის საფუძველზეც აღნიშნული მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

ქორიძის განმარტებით, შეწყალების   კომისიას  არანაირი საფუძველი არ  ჰქონდა იმისა, რომ რაიმე პოლიტიკური ნიშნით ეხელმძღვანელა.

ქორიძე ამბობს, რომ შეწყალების კომისია გამოირჩევა მიუკერძოებლობის და პირუთვნელობის მაღალი ხარისხით.

„სასჯელაღსრულების სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოითხოვა არამხოლოდ ლევან ბობოხიძის, არამედ მასთან  ერთად მსჯავრდებული სამი პირის საქმე. იმიტომ რომ ამ ადამიანებმა პრეზიდენტს მიმართეს შეწყალების მოთხოვნით.   სამინისტრომ  დღეს დაადასტურა, რომ  კონკრეტულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დადებითი, სტანდარტული, რეკომენდაცია მისცა მჯავრდებულებს და ეს დოკუმენტაცია მიიღო შეწყალების კომისიამ. შეწყალების კომისია ეცნობა იმ საბუთებს, რომელიც მიდის მასთან  და არანაირი საფუძველი  შეწყალების კომისიას არ ჰქონდა იმისა, რომ  მათ რაიმე პოლიტიკური ნიშნით ეხელმძღვანელა. ამისგან დაცლილია შეწყალების კომისია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეწყალების კომისიის შემადგენლობა გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის  მქონე პიროვნებების, მიუკერძოებლობის და პირუთვნელობის მაღალი ხარისხით.  სწორედ ამ პრინციპით შეარჩია ეს ადამიანები პრეზიდენტმა  მარგველაშვილმა და ისინი როდესაც მსჯელობენ, გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ  წარმოდგენილი  საბუთებით და არ ხელმძღვანელობენ პოლიტიკური ან პარტიული ნიშნით. სასჯელაღსრულების დაწესებულება არანაირ რეკომენდაციას არ გასცემს. ის გასცემს ცნობას, დახასიათებას, რომელიც არის საფუძველი,  რომ კომიასიამ  იმსჯელოს, რამდენად კარგად იქცევა მსჯარდებული. არის თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა  მისი  მხრიდან საპატიმრო დაწესებულებაში.  იმ დახასიათების საფუძველზე,  რომელიც მიიღო შეწყალების კომისიამ  ასეთი დაღვევა არ ყოფილა“,-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics