20:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 17:08:45, 350 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო სომეხ კოლეგას შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ არმენ მურადიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.

დელეგაციის წევრები სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, სამედიცინო რეგულირებისა და ფარმაცევტულ საკითხებს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის და ნაციონალური ცენტრის, ჯანდაცვის სახელმწიფო სააგენტოს, ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის, წამლებისა და ტექნოლოგიების სამედიცინო  ექსპერტიზის ცენტრისა და ლიცენზირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

"წამოჭრილი იქნა რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების სისტემების თანამშრომლობის მნიშვნელობას,  რადგან მთელი რიგი მომავალი ჯანდაცვის საკითხები საერთო არის ჩვენი ქვეყნებისათვის. ამ მხრივ ჩვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგისგან დავინახე ხედვა, რომელიც პრინციპულია ჩვენთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, სამედიცინო მომსახურების ხარისხის განვითარება და ვფიქრობ, ეს ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ჩვენი ჯანდაცვის სისტემების ბევრად ინტენსიურ და ეფექტურ თანამშრომლობას",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მოინახულებენ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც დედაქალაქში, ასევე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics