12:22 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 11:20:12, 1260 ნახვა

პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბა: ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად ყველაფერი გავაკეთე

„მე გავაკეთე ყველაფერი ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად“, - ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში აფხაზეთში იყო რთული ვითარება. იყო პოლიტიკური კამათი და უთანხმოება. მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება“, - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, თანამდებობის ნაბაყოფლობით დატოვების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მომიტინგეებს ყოფილმა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაა, სერგეი შამბამ მიაწოდა. აღნიშნულ ფაქტს დემონსტრანტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics