21:54 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 13:36:15, 2238 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ უშიშიშროების საბჭოს თავმჯდომარე - დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იარაღი წაიღეს

აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბა აცხადებს, რომ მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი წაიღეს.

„ყველა კაბინეტი გახსნილია, მათ შორის გახსნილია ოთახი, სადაც ინახებოდა იარაღი და  გარკვეული რაოდენობა იარაღისა დემონსტრანტების ხელშია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც დააბრუნებულია დაახლოებით ხუთი ერთეული იარაღი, მაგრამ წაღებულია გაცილებით მეტი“, - აცხადებს მუჰამედ კილბა.

ამასთან ერთად, ე.წ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს შტურმის საჭიროებას და აღნიშნავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე.

„მთავარი ამოცანაა, არ დაშავდნენ ადამიანები. ხალხს ჰგონია, რომ იქნება შტურმი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ის აქციის დაწყებიდან 2 საათში გაგვეკეთებინა, თუმცა არ გავაკეთეთ და არ დავგეგმეთ, მაგრამ შტურმს არ გამოვრიცხავ. ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რა თქმა უნდა, თუ მოგვეცემა მოლაპარაკებების საშუალება. ულტიმატუმების დაყენებით საკითხი არ გვარდება, რადგან მოლაპარაკებები ითვალისწინებს ორმხრივ დათმობებს და არა ულტიმატუმემს“, - განაცხადა მუჰამედ კილბამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს  მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics