2020-01-09 15:51:49, 1915 ნახვა
პოლიტიკა
სოხუმში ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.
მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მათ შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეანგრიეს. აქციას 500-მდე ადამიანი ესწრება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის დაპირისპიებაც მოხდა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართა. არაღიარებულმა რესპუბლიკის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ალხას კვიცინიამ 46.19%.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან