20:52 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 12:05:11, 1876 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტის სწრაფად განხორციელებისთვის ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ

„ჩვენ დავიწყებთ უკვე  ახალი პარტნიორის ძიებას იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს სწრაფად“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, იმ ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, იმ ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ანაკლიის პორტის პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს, ის არ ეკუთვნის არც ერთ კერძო ინვესტორს და რა თქმა უნდა, უშუალოდ სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი, სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს და მაშინ, როდესაც ამ საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა პორტი ოპერირებაში, როგორც ხედავთ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის რეალური პერსპექტივაც არ ჩანს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამით არის განპირობებული ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის და უფრო სერიოზული, უფრო ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ უკვე  ახალი პარტნიორის ძიებას იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics