20:52 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 11:45:39, 1745 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ მთავრობის წინააღმდეგ დავის წამოწყებას არანაირი საფუძველი არ აქვს

„ჩვენ არ მოვისურვებდით რაიმე სახის დავას, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეფასებით, იურისტების შეფასებით, დავის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დავის დაწყება კონსორციუმის უფლებაა და თუ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო ამ დავაში ჩართული იქნება, როგორც მხარე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოვისურვებდით რაიმე სახის დავას, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეფასებით, იურისტების შეფასებით, დავის საფუძველი არ არსებობს იმიტომ, რომ ვითარება ძალიან ნათელია. როგორც უკვე მოგახსენეთ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება მთავრობის მიერ უპრეცედენტო მხარდაჭერა, მუდმივი გადავადება, ხელშეკრულების შეცვლა, იმ საჯარიმო სანქციების პატიება, საბანკო გარანტიებისგან გათავისუფლება. როგორც გახსოვთ, ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებით და კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან დადებულ პირობებშიც კი გამოვთქვით მზაობა პირობების შეცვლის, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა არ გამოიღო შედეგი და კონსორციუმმა ვერ შეძლო ამ ვალდებულებების შესრულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, დავას არ აქვს არანაირი საფუძველი. მიუხედავად ამისა, ეს რა თქმა უნდა, კონსორციუმის უფლებაა, მათი ნებაა და რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ვიქნებით ამ დავაში ჩართული, როგორც მხარე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics