20:52 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 11:40:31, 1679 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა, ლოგიკურია

„ანკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა, ლოგიკური გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ამ პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა და კიდევ ერთი შანსი, რომ გადავადდეს ის, ავნებს სახელმწიფო ინტერესებს.

 „დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და „ანაკლის განვითარების კონსორციუმთან“ შეწყდა არსებული ხელშეკრულება, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან რომ 2017 წლიდან უპრეცედენტო იურიდიულ, ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტში ჩართულ ინვესტორს. პროექტი არაერთხელ გადავადდა და იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ჩვენ 2020 წელს უკვე, ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა, დასაქმებული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, ტვირთები უნდა ყოფილიყო ამ პორტში გადამუშავებული, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, იმის გამო რომ ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა, რადგან ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც სახელმწიფომ გამოუცხადა ასეთი მაღალი მხარდამჭერა.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი და ჩვენ აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს, ოღონდ არა აღნიშნულ ინვესტორთნა ერთად.  მეტი შანსი, გადავადება და დაყოვნება ამ პროექტისა არის შეუძლებელი და ავნებს ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics