2020-01-08 12:21:27, 1725 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „შეცვალე“ შსს-სთან აქციას მართავს
მოძრაობა „შეცვალე“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები, ვარკეთილის სასაფლაოზე მოკლული 24 წლის ბიჭის, მურად წურწუმიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და ითხოვენ, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხდებით, მათი მიზანი და სურვილია არსებული სისტემის შეცვლა.
„ბოლო 7 წლის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ინსტიტუცია - პოლიცია, გახდა მკვლელი. ის კლავს ახალგაზრდებს, თვითმკვლელობამდე მიიყვანა 15 წლის ბიჭი, თვალებს თხრის და საფლავზე კლავს ადამიანებს. ჩვენი მთავარი მიზანი და სურვილია, რომ ეს სისტემა შეიცვალოს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ოთარ შენგელიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან