2020-01-06 10:03:28, 2205 ნახვა
პოლიტიკა
საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
ამის შესახებ, „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს საშობაოდ პირველად გამოსცემს.
ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.
მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შუამდგომლობა საპატრიარქოსგან 8 ნოემბერს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან