2015-07-27 09:31:45, 404 ნახვა
პოლიტიკა
ტარიელ ხეჩიკაშვილი: პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ თუ რატომ ვერ მობრძანდა
„პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ თუ რატომ ვერ მობრძანდა ღონისძიებაზე“,-ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი ღონისძიებაზე დაპატიჟებული იყო.
„დაპატიჟებული იყო აბსოლუტურად ყველა. სპორტი ყველას აერთიანებს, ნუ ეძებთ ამაში განსაკუთრებულ ინტრიგას, ეს პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რატომ ვერ მობრძანდა,“-განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი თბილისი 2015“-ის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან