|
2019-12-31 18:26:00, 4989 ნახვა
პოლიტიკა
2008 წელს ვირთხის წელმა რუსეთ -საქართველოს ომით და მსოფლიო ფინანსური კრიზისით დაგვამახსოვრა თავი - რა იქნება 2020-ში?
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2020 წლის 25 იანვარს მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადის შემობრძანებას ველოდებით. ვირთხა აღმოსავლურ ჰოროსკოპში პირველი ნიშანია. ზუსტად 2008 წელს იყო ვირთხის წელი რომელიც არც თუ ისე სახარბიელოდ დაგვამახსოვრა თავი ჩვენც და მსოფლიოსაც - 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი მოხდა. რუსეთ-საქართველოს ომი — აგრეთვე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად. ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით[28] და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა). რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო არცნობილი ტერიტორიები კი სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ამ წელს სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ნავთობის ფასმა და შემდეგ თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო ვარდნა. ეს წელი იყო აგრეთვე მთავრობების მიერ მიღებული უპრეცედენტო რადიკალური ზომების წელი. როგორც ერთმა ეკონომისტმა იხუმრა, 2008 წელს ცენტრალური ბანკები იქცნენ ფულის ერთადერთ გამსესხებლებად და მთავრობები ერთადერთ მხარჯველებადო. 2008 წლის იანვარში შეერთებული შტატების ხელისუფლებამ შეამჩნია, რომ ეკონომიკას გაჯანსაღება სჭირდებოდა. მაგრამ როცა ფისკალური სტიმულირების პაკეტზე საუბრობდა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, ის ჯერ კიდევ ოპტიმისტურად იყო განწყობილი: "ჩვენ შეგვიძლია მკლავში ინექციის გაკეთება, რათა შევინარჩუნოთ ძირითადად ძლიერი ეკონომიკის ჯანმრთელობა. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ეკონომიკის იმ სექტორებმა, რომელთა მოწესრიგებაც ხდება ამჟამად, - მაგალითად, ბინათშენებლობის ბაზარმა, - გავლენა არ მოახდინოს ეკონომიკის სხვა სფეროებზე." ამერიკისთვის საუბედუროდ და საუბედუროდ მსოფლიოსთვის, ბინათმშენებლობის სექტორის კრიზისმა მართლაც იწყო გადასვლა სხვა სფეროებზე. კრიზისის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბინათმშენელობისთვის ჰიპოთეკას იღებდა ძალზე ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც ვალის გასტუმრების უნარი არ შესწევდა. როცა ამ ადამიანებმა ვალების გადახდა შეწყვიტეს, გაკოტრება დაიწყეს მათმა კრედიტორებმა. ამან თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ ბანკებმა გაამკაცრეს კომპანიებისა და ერთმანეთისთვის ფულის სესხება. გართულდა კრედიტების შოვნა, რაც ეკონომიკისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის ტოლფასია. ჰაერში რეცესიის სუნი დადგა. ახლა საკითხავი ისღა იყო, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ქარიშხალი და გადაწვდებოდა თუ არა ის სხვა ქვეყნებსაც. მარტში ჰიპოთეკების კრიზისს პირველი მსხვერპლი მოჰყვა. უოლ სტრიტის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია "ბეარ სტერნზი" მისმა კონკურენტმა, "ჯეი პი მორგან ჩეისმა" იყიდა თავდაპირველი ფასის მხოლოდ მცირე ნაწილად. ივლისმა მორიგი მსხვერპლი მოიტანა. დაეცა ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ჰიპოთეკების გამცემი კომპანია "ინდიმაკი". იმავე ივლისში სარეკორდო მაჩვენებელს, 147 დოლარს მიაღწია ბარელი ნავთობის ფასმა. ასევე სარეკორდოდ მაღალი იყო ევრო დოლარის მიმართ - 1,60 დოლარი ევროსთვის. და შემდეგ იყო სექტემბრის მოვლენები. შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჰენრი ოლსონმა 7 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მთავრობა ჰიპოთეკების გამცემი ორი მსხვილი კომპანიის გადარჩენას აპირებდა: "ფანი მეისა და ფრედი მაკის ზომა იმდენად დიდია და ისინი იმდენად არის გადაჯაჭვული ჩვენს საფინანსო სისტემას, რომ ნებისმიერი მათგანის მარცხი დიდ არეულობას გამოიწვევდა საფინანსო ფაზრებზე."
15 სექტემბერს, მხოლოდ ერთ დღეს, კოლაფსი განიცადა მსოფლიოში უდიდესმა საინვესტიციო ბანკმა "ლემან ბრაზერსმა", მეორე კი - "მერილ ლინჩი" - სხვა ბანკმა შეისყიდა. მეორე დღეს შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ მრავალმილიარდიან სესხს აძლევდა გიგანტურ სადაზღვევო კომპანია "ეი-აი-ჯი"-ს. სექტემბრის ბოლოსთვის კიდევ ორი საინვესტიციო ბანკი - "გოლდმან საქსი" და "მორგან სტენლი" - იქცნენ ჩვეულებრივ კომერციულ ბანკებად. ჰიპოთეკების გამცემი გიგანტი "ვაშინგტონ მიუჩუალი" კი დაიხურა. ცნობილი გახდა პირველი დეტალები მთავრობის გეგმისა, რომელიც 700 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა კრიზისით მოცული საბანკო ინსტიტუტებისგან ე.წ. "ცუდი ვალების" შესასყიდად. პოს ფაქტუმ ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როცა დამხობის საშუალება მისცა "ლემან ბრაზერსს". საქმე ისაა, რომ ამ გიგანტის კოლაფსმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია საფინანსო ბაზრებზე. შემოდგომამდე ევროპის საფინანსო ბაზრები საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და არც ისე უფრთხოდა ამერიკაში შობილ პრობლემებს. მაგრამ სექტემბრის ბოლოს კრიზისმა ევროპელთა კარებზეც დააკაკუნა. კრიზისულ ღონისძიებათა სერია დიდ ბრიტანეთში დაიწყო ჰიპოთეკების გამცემი ბანკის, "ბრედფორდ ენდ ბინგლის" ნაციონალიზაციით. შემდეგ იყო ბელგიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდის მიერ სადაღვევო კომპანია "ფორტისის" გადარჩენის აქცია.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)