20:52 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 11:21:49, 3791 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: ქართული კულტურული იდენტობით უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას

„მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროპული, ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

გახარის თქმით, საქართველო წელს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ეს შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ევროპელ პარტნიორებმა დაინახონ საქართველოს ყოველდღიური პროგრესი.

„წელს ჩვენ გავხდით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად, სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს გავაცნოთ ის მიღწევები დემოკრატიზაციის, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს და დავანახოთ ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც აღწევს საქართველოს მოქალაქე და ქართული საზოგადოება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა  შავი ზღვის უსაფრთხოებას, როგორც 2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩენილ ახალ განზომილებას.

გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა.

„ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომლის რაოდენობაც იყო უპრეცენდენტო. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია, შავ ზღვაში ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან  არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ, რომელიც დაფიქსირდა 2019 წელს და რომელიც მოიცავს სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს, რომელიც არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატებთან, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი რომელიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics