19:39 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 19:02:09, 3135 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: ჩვენ გვაქვს საქმე მახინჯ სისტემასთან, რომელშიც ჩართულია პროკურატურა და ეროვნული ბანკი

„ჩვენ გვაქვს საქმე მახინჯ სისტემასთან, რომელშიც ჩართულია პროკურატურა, ეროვნული ბანკი“, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც გრძელდება კრიმინალური მენტალიტეტის, გახარიას ხელშეწყობით.

„ჩვენ მახინჯ სისტემასთან გვაქვს საქმე, რომელშიც ჩართულია პროკურატურა, ეროვნული ბანკი, რომელიც ფაბრიკაციას აკეთებს.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ეს საქმე უკვე მეორე წელია გრძელდება კრიმინალური მენტალიტეტის გახარიას ხელშეწყობით და ორგანიზებით, რომელშიც ჩართულია კობა გვენეტაძე, სამარცხვინო ადამიანი, რომელიც არის ეროვნული ბანკის ე.წ. შესაბამისად, მათი დამქაშები სხვას ვერაფერს იტყვიან, რაც დღეს თქვეს. დაბნეულები, ძირითად კითხვებზე პასუხი აქვთ, რომ „არ ვიცი“. თუ არ იცის, საერთოდ, რამეს როგორ ამოწმებს?! ვერცერთ კითხვაზე მათ ნორმალური პასუხი ვერ გასცეს. სასამართლო განხილვები დააჩქარეს მხოლოდ იმის გამო, რომ კვირაში ოთხი თუ ხუთი დღე ხუთი საათის განმავლობაში სასამართლოში ვიყოთ. ვერაფერი გაგვაჩერებს, ვერც შეგვაშინებს. ჩვენს გზაზე მივდივართ.

გახარია მობრძანდეს პროკურატურაში, მობრძანდეს სასამართლოში და მისცეს იმ წერილზე განმარტებები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ დროინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო: „წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“. თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძისთვის წერილის მიწერის ფაქტი უარყო: „მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics