19:37 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 14:19:36, 2574 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: ველოდები, როდის დაიბარებენ გახარიას სასამართლოში

„ივანიშვილი სასამართლოს პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაძარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ის ელოდება როდის დაიბარებენ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სასამართლოში ე.წ მუქარის წერილთან დაკავშირებით.

„ეს ის სასამართლო და პროკურატურაა, ის მოსამართლეები და პროკურორები არიან, რომელიც ივანიშვილმა სააკაშვილისაგან გადმოიბარა, მოირგო და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს. მე ველოდები, როდის დაიბარებენ გახარიას სასამართლოში, რომელმაც ერთი წლის წინ, მუქარის შემცველი წერილი გადმოგვცა. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, რაც მან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან დაწერით, გადმოგვცა მუქარის წერილი, რომელიც ერთი წელია ჰაერშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც და ა.შ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ დროინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო: „წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“. თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძისთვის წერილის მიწერის ფაქტი უარყო: „მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი!“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics