19:38 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 15:25:20, 1676 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: მნიშვნელობა არ აქვს რას თვლის კანონიერად ე.წ ხელისუფლება, ჩვენთვის კანონიერი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა

„მნიშვნელობა არ აქვს ე.წ ხელისუფლება რას მიიჩნევს კანონიერად, ჩვენთვის კანონიერი გადაწყვეტილება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ ექიმი გათავისუფლდეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას მთელ ქვეყანაში, მთავრობის ძალისხმევა არის უპრეცედენტო და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება არ აღიარებული, ე.წ. ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების განცხადებებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს, ისინი რას თვლიან კანონიერად, კანონიერად ჩვენ ვთვლით იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედაებიან, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics