2019-12-26 11:19:44, 1508 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კიდევ 6 კანდიდატს აარჩევს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომაზე საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატს შეარჩევენ.
ექვსი ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უზენაესმა სასამართლომ 20 ადგილზე პარლამენტში 14 მოსამართლე დაამტკიცა.
ექვსი კანდიდატი, იმ 50-კაციანი სიიდან შეარჩიეს, რომლებისგანც 20 იქნა ამორჩეული.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართოს 14 მოსამართლე 12 დეკემბერს დაამტკიცა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან