19:37 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 10:47:06, 1419 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - არასამართლიანია, ხაზი გადაესვას მთელ პროგრესს იმის გამო, რომ ათი რეკომენდებული მოსამართლის ნაცვლად, პარლამენტმა 12 მოსამართლე დაამტკიცა

„სასამართლო არცერთ ქვეყანაში არ არის იდეალური და მითუმეტეს, ვერ იქნებოდა იდეალური პროცესი, რომელიც პირველად ჩატარდა ქვეყანაში, მაგრამ ის მაკვირვებს, რომ  როდესაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში შერჩევის არანაირი პროცესი არ არსებობდა,  მოსამართლეების კანდიდატურებს ასახელებდნენ პრეზიდენტები და როდესაც ამას პარლამენტი უდასტურებდა ნოტარიუსივით, არავის არასდროს  ხმა არ ამოუღია",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „პოლიტმეტრში" განაცხადა.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე  ისაუბრა. მისი თქმით, დღეს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბალანსშია, ადმინისტრაციულ საჩივრებში - სახელმწიფო მოქალაქის წინააღმდეგ, ხშირად იგებს მოქალაქე.

„ხუთი, შვიდი საქმე მაინც ხომ უნდა იყოს ასეთი, რომ  სისტემურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. არ გვაქვს საქმეები, სადაც ჩანს, რომ სასამართლო სისტემურად მიკერძოებულია და სასამართლოში სისტემური პრობლემაა. სამაგიეროდ, გვაქვს პირიქით, როდესაც გახმაურებულ საქმეებზე, სადაც გადაჭარბებული კრიტიკა მივიღეთ, ევროსასამართლომ  პირიქით დაადგინა - თქვა საქართველოს სასამართლო იყო სწორი და ეს იყო არა მხოლოდ ერთ საქმეზე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებსა და რეიტინგებში ჩანს, რომ საქართველოს სასამართლო დღეს უფრო დამოუკიდებელი, ეფექტური და სამართლიანია. არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს და განაცხადა, რომ სამართლიანი არაა, ხაზი გადაესვას მთელ პროგრესს იმის გამო, რომ ათი რეკომენდირებული მოსამართლის ნაცვლად, პარლამენტმა 12 მოსამართლე დაამტკიცა.

„იმიტომ, რომ კითხვები არის სამ ადამიანთან, თქვენ ფიქრობთ, რომ სასამართლო არ არსებობს?  ეს არის განწყობა, რასაც ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან. ამ 12 ახალ მოსამართლეში,  ამბობთ, რომ რამდენიმეს აქვს რეპუტაციული პრობლემები, ანუ, მათ მიმართ არის კითხვები.  კითხვები დაისვა კომიტეტზე და რომც დაგეთანხმოთ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ  შეიძლება დავსვათ ტოლობის ნიშანი ამასა და დანარჩენ სასამართლოს შორის  და ვთქვათ, რომ ეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი?", -  აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics