12:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 12:56:04, 2494 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთებია

„ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება „ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებაზე.

მერის თქმით, ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთებია.

„რისი გამოძიება უნდა დაიწყოს, ცენზურას ვუწესებთ „ფეისბუქს“? „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ ფორმით. „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს, თუმცა ყველაზე მეტი ტროლი, ბოტი ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა, რომლებიც  პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics