12:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 12:26:59, 2521 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით, დადებითად აფასებს

„ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით“,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა დემოკრატიული ქვეყნის მსგავსად, საქართველოსაც აქვს გამოწვევები, რომლებსაც ღირსეულად უპასუხებს.

„მთავარი იყო ის, რომ დადებითად აფასებდნენ რეფორმას, რომელიც იქნა განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ  საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. რეალურად, ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებს. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის, ყველაფერი კარგად არც ერთ ქვეყანაში არ არის, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში, შესაბამისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის,  აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics