19:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 20:31:36, 424 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: მიუხედავად მატებისა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  მატების მიუხედავად, საქართველოს რეგიონში  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი  საყოფაცხოვრებო  ტარიფი აქვს.

მისივე თქმით, თუ სემეკი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა,  კომპანიები, რომლებსაც ფინანსური რესურსი არ დარჩათ, ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას ვეღარ შეძლებდნენ. 

"მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენმა მთავრობამ როცა ამის რეალური შესაძლებლობა იყო, როცა მოვედით მთავრობაში და როცა დავინახეთ, რომ ჩვენი მოსახლეობა ზედმეტს იხდიდა, სწორედ ჩვენივე ინიციატივით, ყოფილი პრემიერის ინიციატივით, წამოვწიეთ ტარიფის თემა, აქტიურად ვიმუშავეთ სემეკთან და მივაღწიეთ შეთანხმებას და მაშინ ჯერ კიდევ 3 წლის წინ ტარიფის შემცირება გახდა შესაძლებელი. მაშინ ტარიფი შემცირდა დაახლოებით, 4 თეთრით. ეს იყო  ერთადერთი მსგავსი ფაქტი და ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს.მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით, 150 მლნ-მდე თანხა, რასაც წლების განმავლობაში ზედმეტად იხდიდა. დღეს გვაქვს შეცვლილი ვითარება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ტარიფის კორექტირება გარდაუვალი გახდა 3.35 თეთრით.მიუხედავად მატებისა, მინდა განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი.
საქართველოზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს და ჩვენი საყოფაცხოვრებო ტარიფი 17%-ით არის ნაკლები, ვიდრე სომხეთის ტარიფი, 19%-ით ნაკლებია, ვიდრე მოლდავეთის და 39% -ით ნაკლები , ვიდრე ლიტვის. თურქეთის კი,  ჩვენგან 52%-ით განსხვავდება.
თუ სემეკი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, სამწუხაროდ, კომპანიები, რომლებსაც ფინანსური რესურსი არ დარჩათ, ვეღარ შეძლებდნენ გაზრიდლი მოხმარების შესაბამისად, განვითარებას და უწყვეტ რეჟიმში ელექტროენერგიის მოწოდებას, რაც იქნებოდა დაუშვებელი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა.

სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით  გაიზარდა. 

 ამ ეტაპზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე)101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს.

შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება.

"ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით  სს „თელასმაც“ მიმართა.

"თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაახლოებით სამ დღეში დაიწყებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics