|
2019-12-23 14:35:13, 1650 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) მიერ ლიბერთი ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას „Credit Positive“ შეფასება მიეცა
Moody’s მიერ გამოქვეყნდა ‘Credit Outlook’ ანგარიში (MCO Publications, Moodys.com) სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) მიერ ლიბერთი ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას სააგენტოს მიერ მიეცა “Credit Positive“ შეფასება. ეს შეფასება ემყარება შემდეგ ძირითად ფაქტორებს: მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი პირველად დაუმტკიცდა ლიბერთი ბანკს. ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს ფინანსური ინსტრუმენტი მხოლოდ 2017 წელს მის მფლობელობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ. ეს საკრედიტო ხაზი აუმჯობესებს ლიბერთი ბანკის პასივების სტრუქტურას, რაც მათ შორის განპირობებულია ბანკის პასივების ვადიანობის მნიშვნელოვანი გახანგრძლივებით. ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით ლიბერთი ბანკს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად დააკრედიტოს მცირე და საშუალო ბიზნესი, იმის გათვალისწინებით რომ, მსგავსი ტიპის სესხები გაიცემა საშუალო ან გრძელი ვადით. ეს თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებულ ბიზნეს სტრატეგიასთან, რაც მიზნად ისახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემული სესხების ხვედრითი წილის ზრდის მეშვეობით. ეს ფინანსური ინსტრუმენტი ასევე დაეხმარება ბანკს შემოსავლების დივერსიფიცირებაში, რაც თავის მხრივ უფრო სტაბილურს გახდის ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი ქართული ბანკი აღრმავებს ურთიერთობას განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალმხრივ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. როგორც წესი, ასეთი ორგანიზაციებისაგან მიღებული დაფინანსება ნაკლებად მგრძნობიარეა საბაზრო კონიუქტურისადმი, რაც ფინანსური სისტემის სტაბილურობის დამატებითი გარანტია.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)