19:03 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 13:52:09, 1666 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: ოპოზიციას უნდა მოდელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს - ასეთი ბუნებაში არ არსებობს

„ოპოზიციას უნდა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მაღალი მხარდაჭერისა პარტიამ უნდა წააგოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაუკა მდინარაძემ ოპოზიციისა და და მმართველი გუნდის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულებიშ შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაღალი მხარდაჭერის პირობებში არა არსებობს მოდელი, რომლითაც პარტია არჩევნებს წააგებს.

„ოპოზიციის პირველი წინადადება იყო რომ კონსტიტუციის შეუსაბამო პროექტი მიგვეღო კანონის სახით. ეს იყო პირველი არარეალური შემოთავაზება და დაარქვეს მას „გერმანული მოდელი“ და ვერ გაარჩიეს რომ პროპორციული არ უდრის შერეულ სისტემას. მეორე მათი შემოთავაზება იყო, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ჩვენ მიგვეღო ცვლილებები ავღანური მოდელის მიხედვით, რაც მიზანშეწონილობის ელემენტარულ წესს ვერ გადიოდა. დღეს, მას შემდეგ, რაც ვერც ერთი რეალური წინადადება ვერ წარმოადგინეს ჩვენ ვუთხარით მათ, რომ რაციონალური, რეალური წინადადება შეიძლება იყოს ის, რომ გაიზარდოს პროპროციული მანდატების რაოდენობა, რაზეც როგორც ჩანს, ისინი არ თანხმდებიან. თუმცა დიალოგის კარი არ დახურულა და ამაზე შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მაღალი მხარდაჭერისა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს. ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს მსოფლიოში მოდელი, როდესაც მაღალი ლეგიტიმაციის და მაღალი მხარდაჭერის მქონე პარტია აგებს არჩევნებს არ არსებობს. ასეთი მოდელები და ასეთი შემოთავაზებები არასერიოზული და არარელევანტურია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სასტუმრო „შერატონში“დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, რომელშიც მაჟორიტარული მანდატები 50-მდე იქნება შემცირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics