|
2019-12-19 17:52:30, 1692 ნახვა
პოლიტიკა
ბაქარაძე: ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლება იხევს უკან, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა
„პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიდის, ხელისუფლება იხევს უკან, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კვირას, ოპოზიცია ბათუმში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს იგივე მოთხოვნებით. „ლუკა სირაძის გარდაცვალებამ მნიშვნელოვანი კორექტირება შეიტანა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში . კერძოდ, ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტის აქციებზე, პარლამენტის პიკეტირებაზე , რომელიც უნდა გამართულიყო დღეს და ხვალ, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლა საბოლოო ჯამში გაგრძელდება . კერძოდ, ამ კვირის ბოლოს, კვირა დღეს ბათუმში იქნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია და იგივე მსვლელობა მოთხოვნებით. შეიცვალოს სისტემა, დასრულდეს ეს კრიზისი და ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და შევთანხმდეთ იმ სისტემაზე, რომელიც სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს ამ ქვეყანაში. კვირის ბათუმის აქცია იქნება უახლესი საპროტესტო გეგმები. ოპოზიცია ერთიანია საკუთარ მიდგომებსა და პოზიციებში. აქციის პარალელურად ვრჩებით მოლაპარაკებების რეჟიმში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ კონსტრუქციულად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიფიქროთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისის დასრულებას უზრუნველყოფს, ისე რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ვხედავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლება იხევს უკან. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიდის, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)