|
2019-12-17 13:10:34, 1665 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელთანაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია
„პირადად პრემიერ-მინისტრს არ შევხვედრივარ, მაგრამ შემეხმიანენ მისი კაბინეტიდან“, - ამის შესახებ, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლაფანაშვილის ინფორმაციით, ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. „რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან ჩემს კომუნიკაციას, შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოჩვეორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს მათაც, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის, თუ რას ვაპირებთ ოჯახი“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა. მისივე განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, უმოქმედობაში, არასდროს დაუდანაშაულებია. „არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები, აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე საზოგადიების ძალისხმევა გაამართლებს“ ,- აღნიშნა ექიმის მეუღლემ. რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ლაფანაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის ირგვლივ მობილიზებული არიან. „პირველივე დღიდან აკეთებენ იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებია ჩართული არიან ამ პროცესში, ჩემგან არავის ესწავლება, რომ პირდაპირი კომუნიკაცია არც რუსეთთან და არც ცხინვალის რეგიონთან არ არის, აბსოლუტურად დახურულია ეს არხები, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერება, რომ მათ მოახდინონ ზეწოლა. ისინი პირველივე დღიდან არიან ჩართულები. ამჯერად საუბარია ადამიანზე, რომლის მიერ ციხეში გატარებული ყოველი წუთი და წამი მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აზიანებს. უამრავი სამწუხარო მაგალითები გვქვს. ამიტომ, გვინდა, რომ სწრაფად დამთავრდეს. წარმოიდგინეთ, რომ არის ტყვეობაში ადამიანი, რომელთანაც არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არც პირადი. ერთადერთი არხი, რომელმაც შეიძლება, მოინახულოს, არის „წითელი ჯვარი“, რომლის უფლებამოსილებაც საკმაოდ შეზღუდულია იმ რეგიონში. საერთაშორისო „წითელმა ჯვარმა“ სულ ორჯერ მოინახულა. ისინიც არ აკლებენ მცდელობას, მაგრამ ეტყობა, რაღაც პრობლემებია ან ამათ მუშაობაში ან ადგილზე, არ ვიცი, ამას ვერ განვსჯი. 28 ნოემბრის შემდეგ ვეღარ მოხერხდა კომუნიკაცია. მხოლოდ ერთხელ გავუგზავნე გზავნილი აქედან“ ,- განაცხადა ლაფანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ქიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან. თუმცა, გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. ქართველ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მომდევნო სასამართლო პროცესი, პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)