20:00 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 12:14:45, 1852 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ორი საკითხი, რომელზეც კონგრესმენებმა თავის წერილში გააკეთეს აქცენტი, ვერ გადაფარავს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს

„ის ორი საკითხი, რომელზეც კონგრესმენებმა თავის წერილში გააკეთეს აქცენტი ვერ გადაფარავს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ძირითადი ოფიციალური განცხადებები და შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ასახავს პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ამ წლების განმავლობაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის სახელმძღვანელო არის ამერიკის შეერთებული შტატების და სახელმწიფო დეპარტამენტის. ასევე, კონგრესის ოფიციალური პოზიციები და ასევე საინტერესოა როგორც ჩვენი მეგობრების, კონგრესმენების ცალკეული შეფასებები. რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ როგორც ჩვენი მეგობრების მოსაზრებას. ახლა საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და ჩვენი დელეგაცია უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას. ვინაიდან საქართველოს აქვს მიღწეული ხელშესახები პროგრესი და მხოლოდ იმ ორი საკითხის გამო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა დაამტკიცა ორით მეტი მოსამართლე იმაზე, რა რჩევაც მისცა ვენეციის კომისიამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის გადაფარვა.

როგორც ხედავთ, ძირითადი ოფიციალური განცხადებები და შეფასებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ასახავს პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ამ წლების განმავლობაში. მათ შორის, ხელშესახები პროგრესია მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ორი საკითხი, რომელზეც კონგრესმენებმა თავის წერილში გააკეთეს აქცენტი ვერ გადაფარავს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაა საუბარი. წერილში ამერიკელი კონგრესმენები ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics