22:47 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 21:44:22, 280 ნახვა

სამართალი
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. მან იუსტიციის მინისტრს განცხადებით მიმართა, რაც პაატა სალიამ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით დღეს, 26 ოქტომბერს მიმართა, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებოდა.

დავით ფეიქრიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე პროკურატურას თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა მიმართა შეკითხვით - "რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?".

"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს" - აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს - ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში განუცხადეს. 

დავით ფეიქრიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე პროკურატურას თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა მიმართა შეკითხვით "რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?".

"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს" - აცხადებს პროკურატურა.

20 ოქტომბერს პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა, "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს "ფიზიკური დაზიანებები" ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, ასევე, "კაჭარავამ და გოცირიძემ" მიაყენეს. მან ასევე თქვა, რომ თვითდაზიანება მიიყენა გოგა ფეიქრიშვილმაც და ძმის დასახმარებლად ვენები გადაიჭრა.

20 ოქტომბერსვე ცნობილი გახდა, რომ დავით ფეიქრიშვილი მეორედ გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში და როგორც კლინიკის დირექტორმა ტაბულას უთხრა, ის კლინიკაში შეიყვანეს "ზემო კიდურების დაზიანებით". 

პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა, რომ ფეიქრიშვილზე "თანამესაკნეებს არ უძალადიათ". მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც ეწერა, რომ დავით ფეიქრიშვილმა მაშინ, როცა ადვოკატს ხვდებოდა, "მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა".  ამ განცხადებაში საუბარია "თვითდაზიანებით დამუქრებაზე" და არა იმაზე, რომ ფეიქრიშვილმა მიიყენა დაზიანებები. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics