17:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 18:50:48, 1545 ნახვა

პოლიტიკა
„ეს არის ივანიშვილის ილუზიის ნაწილი“ - საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა.

დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობდა.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვის საჭიროება "ივანიშვილის ილუზიის ნაწილია".

„ახალი ვერაფერი ვერ გავიგე ამ გამოკითხვის პროცესიდან. ფორმალური ვალდებულებაა, რომ გრიფი ადევს საქმეს და დეტალებზე არ უნდა ვისაუბრო, თუმცა არაფერი ისეთი არ თქმულა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ. არსებითად განსხვავება არის ნულოვანი. მე ვერ ავხსნი ვერანაირად საჭიროებას, ეს საჭიროება უნდა ახსნან მათ. გარემოება, რაც შეიცვალა, არის ის რომ მაშინ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე იყო დევნა, ამიტომ ახლა უფრო ფართოდ გაშალეს ფრთები. ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი კლოუნების რეჟიმის არც პირველი, არც მეორე და მესამე ვარ დევნისთვის. ეს არის ივანიშვილის ილუზიის ნაწილი. ამ მეთოდებით ფიქრობს, რომ შეიძლება ის ლეგიტიმური აღშფოთება და ბრაზი, რაც საზოგადოებას აქვს ივანიშვილის მიმართ, იმ გადაგდების და შეურაცხყოფის მერე რაც მან მიაყენა მთელ საზოგადოებას, ეს გაქრება ეს სიბრიყვეა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. 2010-2013 წლებში, ბოკერია საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, გამოძიებას მასთან ამ პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics