17:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 16:41:21, 1422 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური ბიუროს სხდომაზე - თინა ბოკუჩავა და არჩილ თალაკვაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისგან განმარტებას ითხოვდნენ, თუ რის საფუძველზე არ უშვებენ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს ციხეში პატიმრების მოსანახულებლად.

„მართლაც შემაშფოთებელი მდგომარეობაა. ორი კვირის განმავლობაში ჩვენ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ვითხოვთ ციხეში შესვლას და პატიმრების მონახულებას. ესენი არიან 20 ივნისთან დაკავშირებით დაკავებული პირები, რომლებიც არიან მძევლები თქვენი პოლიტიკური ძალის. არც მოგვეცით მათი მონახულების უფლება და არც გვიპასუხეთ. 2012 წლიდან არაერთი პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილა და არც ერთ მათგანს ყველაზე უფრო მწვავე სიტუციაში არ უკადრებია ის, რომ ეს დაეშალა. აგვიხსენით, რატომ გააკეთეთ ეს და როდის შეგვიშვებთ“, - მიმართა სერგო რატიანმა პარლამენტის თავმჯომარეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპასუხოდ შემდეგი განცხადება გააკეთა: „თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან პარლამენტში ბიუროს სხდომას ესწრებით. ჩამოყალიბდით“.

ამის შემდეგ თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან მივიდა და არჩილ თალაკვაძეს საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ მოსთხოვა: „ბოიკოტის რეჟიმში ვართ. აქ ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ციხეში შეგვიშვათ ადამიანებთან გასაგებია?!“.

თალაკვაძემ დეპუტატს მოუწოდა, საკუთარ ადგილზე დაბრუნებულიყო „დასხედით და ღვედები შეიკარით!“. მას შემდეგ, რაც ბოკუჩავამ აღნიშნულზე უარი განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, ის სხდომიდან გაეყვანათ.

მოგვიანებით კამათში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილიც ჩაერთო და ოპონენტებს შემდეგი რეპლიკით მიმართა „იმიტომ არ გიშვებენ, რომ სუნი არ დააყენოთ“. ყაველაშვილის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების გაღიზიანება და ხმაური მოჰყვა.

დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების დეპუტატები მანდატურებმა სხდომიდან გაიყვანეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics