|
2019-12-14 11:42:35, 1492 ნახვა
კომენტარი
დავით ასათიანი: იმედს ვიტოვებ, 20 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება
„იმედს ვიტოვებ, 20 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება“, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა ჟურნალისტებს განაცხადა. როგორც ასათიანმა აღნიშნა, გუშინ მოლოდინი ჰქონდა, რომ ექიმს გაათავისუფლებდნენ. „ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი გუშინ მის გათავისუფლებას. გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს წინასწარი ე.წ. სასამართლო სხდომა იყო და შეიძლებოდა, მისი გათავისუფლებით დასრულებულიყო. სამწუხაროა, რომ იქ არავის ჰყოფნის კეთილგონიერება, ექიმი, რომელიც დაკავებულია ჰუმანური საქმიანობის განხორციელებისათვის, რეალურად არ აღიარებს ბრალს და უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, გაათავისუფლონ. იმედს ვიტოვებ, 20 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება“, - განაცხადა ასათიანმა. შეგახსენებთ, ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გუშინ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საოკუპაციო ძალებმა ექიმი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)