21:35 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 15:26:38, 1608 ნახვა

კომენტარი
ბოკერია მდინარაძის განცხადებაზე: მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები აღარ აქვთ

„რა მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს? რა საკონსტიტუციო ცვლილება? არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები მაგათ აღარ აქვთ და აღარასდროს აღარ ექნებათ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრო გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მალე უმრავლესობაც აღარ ექნება და შესაბამისად, ვერაფერს ვერ ჩაატარებენ.

„ასე ყოველდღე ადასტურებდნენ ადამიანები ზედსართავ კლოუნებს მე იშვიათად მინახია.  რა მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს? რა საკონსტიტუციო ცვლილება? არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები მაგათ აღარ აქვთ და აღარასდროს აღარ ექნებათ. უმრავლესობა აღარ ექნებათ მალე და რა უნდა ჩაატარონ? ვის ატყუებენ? საკუთარ თავს ატყუებენ? თუმცა ჰო, აღსანიშნავია შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, საზოგადოება ფეხებზე გვკიდია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რომლის შედეგადაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics